ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
მთავარი კითხვა:
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
საკვანძო კითხვები:
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები:
- ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
- პროექტის პორტფოლის შექმნა;
- პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
- პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
ტრენინგის შესახებ:
მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
ქმნის პერსონალურ სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გზამკვლებებს, შეფასებებს და ა.შ.
სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 28 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო.

- I მოდული - პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
- II მოდული - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა;
- III მოდული - ინტერნეტ-რესურსების გამოყენება პროექტში;
- IV მოდული - მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
- V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
- VI მოდული - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება (დიფერენვირებული სწავლება)
- VII მოდული - ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
- VIII მოდული - პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა: იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის მოხმარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
ქმნის პერსონალურ სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშებს, სასწავლო პროექტის გზამკვლებებს, შეფასებებს და ა.შ.
სერთიფიცირების პირობები: მინიმუმ 28 საათზე დასწრება; მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარდგენა ელექტრონულ ფორმატში; კურსის ბოლოს გამოქვეყვნებული პროექტის პორტფოლიო.
ქეთიი, ეს რა კარგად აწყობილი და გაწყობილი ბლოგი მოგიმზადებია :)))) ძალიან მომეწონა :) ალბათ ბუკებისთვისაც გავაკეთებთ და იმედია წინარმდეგი არ იქნები თუ გავმეორდებით :))) ქეთი - კიდევ ერთხელ, ძალიან მომეწონააა :) უძალიანესად :)
ReplyDeleteდახვეწილი, პროფესიონალური, სრულყოფილი პუბლიკაცია ელექტრონულ ფორმატში! გმადლობ, ქეთი!!!
ReplyDeleteჩვენი ყოჩაღი ქეთი....
ReplyDeleteძალიან მომეწონა, ნეტა, როდის მოვიცლი, რომ მეც გავიარო ეს მოდული...
ReplyDeleteქეთი გამარჯობა! ძალიან მომეწონა შენი შემოთავაზება და მინდა დასწრება, როგორ მოვიქცე? ძალიან მაგარი ხარ, წინასწარ დიდი მადლობა!!
ReplyDeleteნათი, იგივე კურსს დაწყებითის მასწავლებლებს ბუკების ტრენერები ჩაგიტარებენ.
Deleteძალიან მომწონს ინტელის ტრენინგი, დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი.
ReplyDeleteქეთი მიხარია,რომ ისევ ერთად მოგვიწია ყოფნამ და თანაც ასეთ საინტერესო ტრენინგზე.
ReplyDeleteქეთი ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგია,დიდი მადლობა
ReplyDeleteქეთი დიდი მადლობა ტრენინგისათვის. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან სწავლება. მადლობა წყალტუბოსათვის. ძალიან მიყვარხართ.
ReplyDeleteძალიან კარგი ტრენინგია და კარგი ტრენერი ბრძანდებით
ReplyDeleteქეტი ძალიან მაგარი ხარ. ძალიან მომწომს. ბევრი რამე ვისწავლე. დიდი მადლობა
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
Deleteქალბატონო ქეთი! არაჩვეულებრივი ტრენერი ბრძანდებით.ტრენინგიც საინტერესო და პროდუქტიულია.
ReplyDeleteქალბატონო ქეთი ძალიან მოგვწონს თქვენი ტრენინგი
ReplyDeleteყოველი მეცადინეობა მშვენიერია, აღფრთოვანებული ვარ თქვენით. დიდი მადლობა
ReplyDeleteძალიან მომეწონა,წარმატებები!
ReplyDeleteBet365 Casino - DrMCD
ReplyDeletePlay at Bet365 Casino 문경 출장안마 Online for Real 아산 출장마사지 Money or Bitcoin, enjoy our amazing collection 강원도 출장안마 of 경상남도 출장샵 casino games, slots, live dealer casino, and more, and become 양산 출장안마 a